საქართველოს დურგალთა ამქარი

ტრადიცია

ხის დამუშავების ქართული ათასწლოვანი ტრადიციის უნიკალური მეთოდების აღდგენა და განვითარება

ეკოლოგია

გარემოზე ზრუნვა გაეროს მდგრადი განვითარბის მიზნების შესაბამისად, მერქნული რესურსების ეფექტური მოხმარებით

განათლება

დურგლის პროფესიული სტანდარტის შემუშავება და სრულყოფა, ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის ზრდა

მისია

ქართული ხის დამამუშავებელი ეკოსისტემის ფორმირება ეკომეგობრული მიდგომებით

ხედვა

2030 წლისთვის ქართული ხის დამამუშავებელი ეკოსისტემა მდგრადად ვითარდება

მიზნები

დარგობრივი ქსელის ფორმირება და განვითარება

ამქარი თავის რიგებში ნებაყოფლობით საწყისებზე აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რომლებიც ცნობენ და აღიარებენ ჩვენს მიზნებს, ამოცანებს და მონაწილეობას მიიღებენ მის საქმიანობაში

ცნობიერების ამაღლება ხის დამუშავების ინდუსტრიის შესახებ

ხის მწარმოებელი დარგის აღორძინება, განვითარება, პოპულარიზაცია და მისი მაღალი ხარისხობრივი თვისებების წარმოჩენა სხვა ანალოგებთან შედარებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე

ხის დამამუშავებელ ქართველ სუბიექტთა ინტერესების დაცვა

ხის დამამუშავებელი, ხის ნაკეთობათა და ავეჯის მწარმოებელ მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოჩენა და დაცვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე

დარგის რეგიონულ ცენტრად გადაქცევის ხელშეწყობა

ქართული ხის მწარმოებელი დარგის რეგიონულ ცენტრად გადაქცევის, რეგიონული განვითარებისა და დასაქმების პროცესის ხელშეწყობა

ამქარში გაწევრიანებულ პირთა ინტერესების დაცვა

ამქარში გაერთიანებული წევრების ინტერესების წარმოდგენა როგორც საჯარო ხელისუფლებასთან ასევე სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის დროს

ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა

შშმ პირთათვის სპეციალური განათლების მიღებაში ხელშეწყობა და მათი შრომით საქმიანობაში ჩართვა